ირანელ სამხედროებსა და ქურთ სეპარატისტებს შორის შეტაკება მოხდა

ირანის სახელმწიფო მედიის თანახმად, 25 ივნისს ირანის უსაფრთხოების ძალებსა და ქურთ სეპარატისტებს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა ირანის ჩრდილო-დასავლეთ საზღვარზე. ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის ხელმძღვანელობის ცნობით, შეტაკებას ადგილი ჰქონდა დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის მაჰაბადის ოლქში. ცნობებში არაფერია ნათქვამი მსხვერპლის ან დაჭრილების შესახებ.