ესპანეთში დააკავეს ბინების გაქურდვაში ეჭვმიტანილი 18 ქართველი

ესპანეთში პოლიციამ დააკავა საქართველოს 18 მოქალაქე ბინების გაქურდვის ათობით შემთხვევაში ეჭვმიტანის საფუძველზე. ჩვენი რადიოს რუსული სამსახური როგორც იუწყება, გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ დაკავებულები მადრიდში ძარცვავდნენ ბინებსა და სახლებს. ყველა დაკავებული მიჩნეულია ე.წ. ქართული მაფიის წევრებად.