სავიზო რეჟიმის საკითხზე ევროპის პარლამენტის კომიტეტი იმსჯელებს

ევროპის პარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, იუსტიციის და საშინაო საქმეთა კომიტეტი გეგმავს ოთხ ივლისს, მომავალი კვირის ორშაბათს იმსჯელოს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე. ამის თაობაზე ბრიუსელიდან იტყობინება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი.