თბილისში თურქეთის საელჩოში გაიხსნა სამძიმრის წიგნი

სტამბოლის აეროპორტში 28 ივნისს მომხდარი ტერაქტის გამო თბილისში, თურქეთის საელჩოში გაიხსნა სამძიმრის წიგნი. 29 ივნისს, საღამოს თურქეთის საელჩოსთან მდუმარე აქცია გამართეს სტუდენტებმა, რომლებმაც თანადგომა გამოუცხადეს სტამბოლში დაღუპულთა ოჯახებს და თურქეთის სახელმწიფოს. სამძიმრის და სოლიდარობის ნიშნად გასულ ღამით თურქეთის დროშის ფრად განათდა თბილისის სატელევიზიო ანძა.