დაღესტანში ცხრა ადამიანი დაიღუპა ავტობუსის ავარიის შედეგად

დაღესტანში ცხრა ადამიანი დაიღუპა და ათობით ადამიანი დაშავდა ავტობუსის ავარიის შედეგად. დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის შედეგად 27 ადამიანი მოათავსეს საავადმყოფოში. სულ ავტობუსში 33 ადამიანი იმყოფებოდა. ავარია მოხდა მახაჩყალა-ასტრახანის ავტომაგისტრალზე, სოფელ ტალოვკა ტარუმოვსკის მახლობლად.