რუსეთი ყირიმში თანამედროვე ანტისარაკეტო სისტემას განათავსებს

რუსეთი ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე გეგმავს თანამედროვე სარაკეტო თავდაცვის სისტემის, S-400-ის განთავსებას. რუსეთის არმიის მაღალჩინოსანმა რუსეთის მედიას განუცხადა, რომ უახლესი სისტემა აგვისტოში განთავსდება. S-400-ს რამდენიმე ასეული კილომეტრის მანძილზე შეუძლია სამასამდე სამიზნისათვის თვალის დევნება.