ერგნეთში უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე იმსჯელეს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში გაიმართა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების 68-ე შეხვედრა. მისი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ქართულმა მხარემ დასვა, უკანონოდ დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლება იყო. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ვითარება საოკუპაციო გამყოფ ხაზთან. ყურადღება დაეთმო ამ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებსაც, რომლებიც სასოფლო ნაკვეთებს და შინაურ ცხოველებს შეეხება. შემდეგი შეხვედრა ერგნეთში 31 აგვისტოს ჩატარდება.