პროკურატურის თანახმად, "მიუნხენელი მკვლელი" ფსიქიატრიულ მკურნალობას გადიოდა 2015 წელს

გერმანიის პროკურატურის თანახმად, პირი, რომელმაც მასობრივი მკვლელობა ჩაიდინა მიუნხენში 22 ივლისს, სტაციონალურ ფსიქიატრიულ მკურნალობას გადიოდა 2015 წელს ორი თვის განმავლობაში. მიუნხენის პროკურატურის წარმომადგენლის, თომას შტაინკრაუს-კოხის თანახმად, შემგომ, მას ამბულატორიულად მკურნალობდნენ. დავით ალი სონბოლს, 18 წლის მიუნხენელს, გერმანული წარმოშობის ირანელს, პროკურატურის თანახმად, „ადამიანებთან ურთიერთობის შიშები ჰქონდა“ და აწუხებდა დეპრესია. ბავარიის პოლიციის უფროსის, რობერტ ჰაიმბერგერის თქმით, ეჭვმიტანილი თავდასხმას წლების განმავლობაში გეგმავდა.