გერმანიის ქალაქ როიტლინგენში მაჩეტეთი შეიარაღებულმა პირმა ქალი მოკლა

გერმანიის პოლიციის თანახმად, შტუტგარტის სამხრეთით მდებარე ქალაქ როიტლინგენის რკინიგზის სადგურთან, მაჩეტეთი შეიარაღებულმა პირმა მოკლა ქალი და დაჭრა ორი სხვა პირი. პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი დააკავეს. ის 21 წლის სირიელი, თავშესაფრის მაძიებელია. პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილმა და მსხვერპლმა თავდასხმამდე დაიწყეს კამათი. თავდასხმის მიზეზი ცნობილი არ არის.