სასამართლომ პრეზიდენტ ალიევს გაუგრძელა პრეზიდენტობის ვადა

აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლომ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ინიციატივას, რაც საპრეზიდენტო ვადის 5-დან 7-წლამდე გაზრდას ითვალისწინებს. სამართლოს 25 ივლისის გადაწყვეტილება გზას უხსნის ამ ინიციატივის დაკანონებას. თუმცა, გადაწყვეტილების რატიფიცირებას სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები და რეფერენდუმის ჩატარება. ილჰამ ალიევი ხელისუფლების სათავეშია 2003 წლიდან, მისი მესამე საპრეზიდენტო ვადა 2018 წელს იწურება. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყევტილების კრიტიკოსები, საპრეზიდენტო ვადის გახანგრძლივებას 54 წლის ალიევის მიერ ძალაუფლების განმტკიცების არადემოკრატიულ და უკანონო მცდელობად მიიჩნევენ.