სირიაში ბომბის აფეთქებამ ათობით ადამიანი იმსხვერპლა

სულ მცირე 44 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა ბომბის აფეთქების შედეგად ძირითადად ქურთებით დასახლებულ ქალაქ ქამიშში, ჩრდილოეთ სირიაში. თურქეთის საზღვართან ახლოს მომხდარ თავდასხმაზე პასუხიმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ასაფეთქებლებით დატვირთული სატვირთო მანქანა ქალაქის დასავლეთში აფეთქდა. აფეთქებამ ნგრევა გამოიწვია. მაშველი ბრიგადები ნანგრევებში მოყოლილი ხალხის ამოყვანას ცდილობენ. ისლამურმა სახელმწიფომ, რომელიც ქურთების სახალხო არმიას ებრძვის, რამდენიმე აფეთქება განახორციელა სირიის ქურთებით დასახლებულ ადგილებში.