რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ჩრდილოდასავლეთ ციმბირში მწვავე ვირუსული დაავადების, ჯილეხის აფეთქებას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა და კიდევ 20 ადამიანია დაავადებული. როგორც იამალ-ნენთა ავტონომიური ოლქის წარმომადგენლებმა 2 აგვისტოს განაცხადეს, სამედიცინო შემოწმება სულ 90-მდე მოქალაქეს უტარდება. ინფექციის აფეთქების ადგილიდან გაიყვანეს მოსახლეობა. დაავადებას იწვევს ჯილეხის ბაცილა, რომელიც ანტიბიოტიკებით მკურნალობას ექვემდებარება.