ვაშინგტონმა თალიბანის პაკისტანის დაჯგუფება გლობალურ ტერორისტთა სიაში შეიტანა

აშშ-მ თალიბანის პაკისტანური დაჯგუფება „ჯამაათ-ულ-აჰრარი“, რომელიც ეჭვმიტანილია კავშირში ბრიუსელსა და პარიზში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან, გლობალური ტერორისტების სიაში შეიტანა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ეს „მძლავრი იარაღია“ დაჯგუფებასთან საბრძოლველად, რადგან შესაძლებელი ხდება მათთვის მკაცრი ფინანსური სანქციების დაწესება. ისლამაბადი მიესალმა ამ გადაწყვეტილებას. „ჯამაათ-ულ-აჰრარი“ 2014 წელს დააარსა პაკისტანის თალიბანის ყოფილმა ლიდერმა. ამ ორგანიზაციას აკისრებენ პასუხისმგებლობას პაკისტანში მომხდარ რამდენიმე თავდასხმაზე, მათ შორის ლაჰორში მომხდარ აფეთქებაზე. ამ თავდასხმის შედეგად დაიღუპა 70 ადამიანი, ძირითადად ქალები და ბავშვები.