საქართველოს მთებში ოთხი გარდაცვლილი ალპინისტის გვამები იპოვეს

საქართველოში, უშბის მწვერვალზე ასვლის დროს დაღუპული ოთხი უცხოელი ალპინისტის გვამები იპოვეს. ქართველი მაშველები ალპინისტების ძიებას 31 ივლისიდან აწარმოებდნენ. შაბათს დაღუპულთა გვამები შვეულმფრენით მესტიის რაიონული ცენტრში ჩაიტანეს. ალპინისტთა ვინაობა და სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. უშბის სიმაღლე 4700 მეტრია. ბევრი სპეციალისტის თანახმად, მწვერვალი კავკასიის მთებს შორის ერთ-ერთ ყველაზე უფრო ძნელად დასაძლევად ითვლება.