ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატორთა ჯგუფი მოითხოვს საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის გადადგომას. მისმა ერთ-ერთმა წევრმა, მოძრაობა ”ეროვნულების” ლიდერმა ალექსანდრე ბრეგაძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ საინიციატივო ჯგუფი დაიწყებს საპროტესტო აქციებს და ხელმოწერების შეგროვებას გიორგი მარგველაშვილის გადადგომის მოთხოვნით. საქართველოს პრეზიდენტმა 9 აგვისტოს განაცხადა, რომ ქორწინების თემაზე რეფერენდუმს არ დანიშნავს, რადგან ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია, რომ ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია.