ერაყის პარლამენტმა მინისტრები დაამტკიცა

ერაყის პარლამენტმა რამდენიმეთვიანი დაყოვნებისა და არეულობის შემდეგ დაამტკიცა 5 ახალი მინისტრი. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდარ ალ-აბადიმ თებერვალში გამოაცხადა, რომ აპირებდა ახალი მთავრობის ტექნოკრატებით შევსებას, თუმცა საპარლამენტო პარტიებმა მას ნეპოტიზმში დასდეს ბრალი. გავლენიანმა შიიტმა სასულიერო პირმა აბადის წინაღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზება მოახდინა. დემონსტრანტებმა რამდენიმეჯერ შეძლეს პარლამენტსა და სხვა სამთავრობო დაწესებულებებში შეღწევა.