ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიადის ფინალშია

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 57 კგ-მდე წონითი კატეგორიის ოლიმპიური ტურნირის ფინალში გავიდა და ოქროს მედლისთვის ბრძოლაში შეხვდება იაპონელ რეი ჰიგუჩის. ნახევარფინალში 25 წლის გორელმა ფალავანმა ბულგარელ ვლადიმირ დუბოვს სძლია, მანამდე კი დაამარცხა ყაზახი ნურისლამ სანაევი და აზერბაიჯანელი ჰაჯი ალიევი. ხინჩეგაშვილისა და ჰიგუჩის ფინალური შერკინება თბილისის დროით ნაშუაღამევს გაიმართება. საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას რიო-დე-ჟანეიროში ჯერჯერობით ხუთი მედალი აქვს მოპოვებული: ერთი ოქროსი, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოსი.