უკრაინის სამთავრობო ჯარები და სეპარატისტები ერთმანეთს ადანაშაულებენ გახშირებულ სროლაში

დონბასის ოლქში სეპარატისტებმა ცეცხლი გაუხსნეს დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კონტროლისა და კოორდინაციის ცენტრის უკრაინელ თანამშრომლებს. როგორც ცენტრის უკრაინული მხარის ხელმძღვანელმა, ბორის კრემენეცკიმ განაცხადა, დაზიანდა სამსახურებრივი ავტომანქანა. ადამიანის მსხვერპლი არ ყოფილა. ცენტრში აღნიშნეს, რომ სროლა მოხდა მაშინ, როცა მეთვალყურეები სეპარატისტების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის დამადასტურებელ ფაქტებს იღებდნენ ფოტოაპარატით. კიევის მონაცემებით, უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში დონბასში დაიჭრა უკრაინის ორი სამხედრო მოსამსახურე. სამთავრობო ჯარები და სეპარატისტები ერთმანეთს ადანაშაულებენ გახშირებულ სროლაში.