„სამართლიანი არჩევნები“ საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურში ხარვეზებზე აცხადებს

„სამართლიანი არჩევნები“ რამდენიმე ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობის ხარვეზების შესახებ აცხადებს. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, მისმა დამკვირვებლებმა სხვადასხვა წყაროდან შეიტყვეს ზოგიერთ საარჩევნო ოლქში საუბნო კომისიის შესარჩევი წევრების სავარაუდო წინასწარი სიების არსებობის შესახებ, რომლითაც საოლქო კომისიის წევრებს უნდა ეხელმძღვანელათ.