გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნა. ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, წელს 27 782 აბიტურიენტი გახდა სტუდენტი. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სახელმწიფო გრანტი მიიღო 6 500-მა აბიტურიენტმა, ხოლო 4 000-მდე იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა, სადაც სწავლას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. მისივე ცნობით, ჩარიცხულია გამოცდებზე გამოცხადებული აბიტურიენტების 74%-ზე მეტი.