თურქეთში აფეთქებამ 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

სულ მცირე 11 პოლიციელი დაიღუპა და 78 დაიჭრა სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, სირიისა და ერაყის საზღვართან მდებარე ქალაქ ჯიზრეში მომხდარი აფეთქების შედეგად. პოლიციის შენობასთან დანაღმული ავტომობილის აფეთებამ ნგრევა გამოიწვია. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, თუმცა თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, თავდასხმა განახორციელა „ქურთისტანის მუშათა პარტიამ“, რომელსაც თურქეთი, ევროკავშირი და აშშ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.