მარნეულში მოწამლულთა რაოდენობა 200 მდე გაიზარდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში, ქორწილში მოწამლულთა რაოდენობა 200-მდე გაიზარდა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი მარნეულიდან იუწყება, საავადმყოფოში ინტოქსიკაციის ნიშნებით კიდევ 50-მდე პირი გადაიყვანეს. მოწამლულებიდან 28 მცირეწლოვანი ბავშვია, მათგან 21 ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება. მოწამლულები მარნეულის ორ, ასევე რუსთავის, ბოლნისისა და თბილისის კლინიკებში არიან გადანაწილებული. ამ დროისთვის პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.