ბიშკეკში თვითმკვლელი მოიერიშე თავს დაესხა ჩინეთის საელჩოს

ყირგიზეთის ხელისუფლების ცნობით, ამ ქვეყნის დედაქალაქ ბიშკეკში, ჩინეთის საელჩოზე მოწყობილი თავდასხმის შედეგად, დაშავდა საელჩოს სამი თანამშრომელი. დაიღუპა თვითმკვლელი მოიერიშე, რომელმაც დანაღმული ავტომანქანა საელჩოს ეზოს ჭიშკარს შეაჯახა. მიღებული ცნობების თანახმად, საელჩოს დაშავებული თანამშრომლები ყირგიზეთის მოქალაქეები არიან. როგორც ყირგიზეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი იუწყება, მიმდინარეობს იერიშის გარემოებათა გამოძიება.