იტალიის სანაპირო დაცვამ სამ დღეში 10 ათასზე მეტი მიგრანტი გადაარჩინა

იტალიის სანაპირო დაცვამ 30 აგვისტოს 3000-მდე მიგრანტი გადაარჩინა სიცილიის სრუტეში, რის შედეგადაც 10 ათასამდე გაიზარდა ხმელთაშუა ზღვაში სამი დღის განმავლობაში გადარჩენილი ადამიანების რიცხვი. მიგრანტები ათობით ნავით ცდილობდნენ ევროპაში ჩაღწევას. ჯერ არაფერს იუწყებიან მათი ეროვნების შესახებ. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, 2016 წელს 105 ათასამდე მიგრანტი ჩავიდა იტალიაში ხმელთაშუა ზღვის გავლით. მათმა დიდმა ნაწილმა ლიბიიდან აიღო გეზი ევროპისაკენ. გზაში დაღუპული ადამიანების, მათ შორის ბავშვების, რიცხვი 2700-ს აღემატება.