საშუალო სიმძიმისაა ისანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა

ისანში, სასტუმრო „რიჩის“ ეზოში ავტობუსის შევარდნის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება. მათი ინფორმაციით, ე.წ. არამიანცის ეზოში მდებარე სამედიცინო დაწესებულებებში სულ 17 პაციენტი გადაიყვანეს. ისანში, სასტუმრო „რიჩის“ ეზოში სამგზავრო. ე.წ. ყვითელი ავტობუსი, დილით 9 საათზე შევარდა. ავტობუსში 16 მგზავრი იმყოფებოდა. როგორც „ინტერპრესნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ერთი ან რამდენიმე პირის სხეულის ან ჯანმრთელობის ჯანმრთელობის დაზიანება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლს ჩაეძინა.