პაკისტანში სასამართლოში ბომბის აფეთებამ 10 ადამიანი შეიწირა

სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 40 დაიჭრა ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანის რეგიონულ სასამართლოში ბომბის აფეთების შედეგად. ქალაქ მარდანში მომხდარი თავდასხმის თვითმხილველები ამბობენ, რომ თავდამსხმელმა ჯერ ხელყუმბარა ისროლა სასამართლოს შესასვლელში, შემდეგ კი თავი აიფეთქა. პასუხისმგებლობა აფეთქებაზე აიღო თალიბანის პაკისტანურმა დაჯგუფებამ.