თურქეთის ტანკები სირიის სხვა ტერიტორიაზეც შევიდნენ

თურქეთის არმიის ტანკები ჩრდილოეთ სირიაში კილის პროვინციიდან შევიდნენ და ახალი ფრონტი გახსნეს ინტერვენციისათვის, რაც მიზნად ისახავს ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლას. სახელმწიფო მედიის ცნობით, ტანკები სირიაში სოფელ ალ რაის მხრიდან 3 სექტემბერს შევიდნენ. მანამდე თურქეთის ოცამდე ტანკმა 24 აგვისტოს გადალახა საზღვარი სირიასთან და თავისუფალი სირიის არმიასთან ერთად ჩაება საომარ მოქმედებაში.