კანცლერ მერკელის პარტია დამარცხდა მეკლენბურგ-წინა პომერანიაში ჩატარებულ არჩევნებში

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის კონსერვატიული ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია დამარცხდა გერმანიის ფედერალურ რეგიონ მეკლენბურგ-წინა პომერანიაში 4 სექტემბერს გამართულ არჩევნებში, რაც ერთგვარ გამოცდას წარმოადგენს 2017 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. გერმანიის ტელევიზიების დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების თანახმად, პირველ ადგილზე გავიდა მემარცხენე-ცენტრისტული სოციალისტური პარტია, მეორეზე ანტიემიგრანტული პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, ხოლო მესამე ადგილი ხვდა ქრისტიანულ-დემოკრატიულ პარტიას. მეკლენბურგი-წინა პომერანია - მერკელის მშობლიური რეგიონი - გერმანიის ერთ-ერთი უღარიბესი და მეჩხრად დასახლებული მხარეა.