ობამა და პუტინი ერთმანეთს შეხვდნენ „დიდი ოცეულის“ სამიტის კულუარებში

აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს შეხვდნენ „დიდი ოცეულის“ სამიტის კულუარებში, ჩინეთში. ამერიკულმა მხარემ განაცხადა, რომ შეხვედრის დეტალებს მოგვიანებით გამოაქვეყნებენ. ერთ-ერთი სავარაუდო თემა ობამას და პუტინის შეხვედრისა, სირია იყო. ხუთ სექტემბერს, უფრო ადრე, აშშ-ის და რუსეთის მაღალი რანგის დიპლომატებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას სირიაში ბრძოლების შეწყვეტის გარშემო. ორი პრეზიდენტის საუბრის სავარაუდო საკითხი იყო უკრაინა. აშშ შეშფოთებული იყო უკრაინასა და რუსეთს შორის მზარდი დაძაბულობის გამო.