თურქეთში მუშაობის უფლება შეუჩერეს 11 ათასზე მეტ პედაგოგს

თურქეთში „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ შესაძლო კავშირის გამო მუშაობის უფლება შეუჩერეს 11 ათასზე მეტ პედაგოგს. თურქეთის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების დასრულებამდე 11 285 მასწავლებელი ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვეს. „ანადოლუს“ სააგენტოს თანახმად, ეს ზომა შესაძლოა, კიდევ სამი ათას მასწავლებელს შეეხოს. სულ თურქეთში 850 ათასი პედაგოგი ეწევა პროფესიულ საქმიანობას.