ტრამპი ამერიკელებს პირდება, რომ ააფეთქებს ირანის გემებს, თუ აშშ-ის ხომალდებს შეაწუხებენ

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან, დონალდ ტრამპი პირობას იძლევა, რომ თუ პრეზიდენტად აირჩიეს, ააფეთქებს ყველა ირანულ გემს, რომელიც აშშ-ის სამხედრო ფლოტის ხომალდებს შეაწუხებს. ამის შესახებ ტრამპმა განაცხადა ფლორიდაში, 9 სექტემბერს. მისი თქმით, აშშ-ის არმიას ისე გააძლიერებს, რომ მას ვერავინდაუდებს ტოლს და გაიხსენა ამასწინანდელი ინციდენტი სპარსეთის ყურეში, როცა ირანის რევოლუციური გვარდიის გემები აგრესიულად მოქმედებდნენ აშშ-ის ხომალდის მიმართ. ტრამპმა ახსენა გასულ კვირაში რუსეთის თვითმფრინავის აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავთან მიახლოვება შავი ზღვის თავზე და თქვა, რომ პუტინი ჩვენს ახლანდელ ლიდერებს დასცინის, გუშინ მისი თვითმფრინავი რამდენიმე მეტრით მოგვიახლოვდა, დაგვცინის, გვეთამაშება, როგორც ირანიო, თქვა ტრამპმა რუსეთზე.