სირიაში დაბომბვების შედეგად ათეულობით სამოქალაქო პირი დაიხოცა

სირიაში დაბომბვების შედეგად ათეულობით ადამიანი დაიხოცა

სირიაში გასულ ოცდაოთხ საათში საჰაერო თავდასხმების შედეგად ასამდე სამოქალაქო პირი დაიხოცა, იტყობინება სამეთვალყურეო ჯგუფი: ლონდონში დაფუძნებული ამ ორგანიზაციის თანახმად, ათ სექტემბერს 58 სამოქალაქო პირი დაიხოცა ქალაქ იდლიბის ბაზარზე თავდასხმისას:. ცამეტი მათგანი ბავშვია. ამავე ცნობით, 30-მდე სამოქალაქო პირი დაიხოცა ალეპოს არეალში,რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ. ვარაუდობენ, რომ საჰაერო თავდასხმები განახორციელეს სირიის მთავრობის ან რუსეთის თვითმფრინავებმა.