პაკისტანში მოკლეს პოლიომიელიტთან ბრძოლის კამპანიის მონაწილე

პაკისტანში უცნობმა პირებმა ესროლეს და მოკლეს ექიმი, რომელიც პაკისტანში პოლიომიელიტის აღმოფხვრის კამპანიის მონაწილე იყო. ინციდენტი მოხდა ჩრდილო-აღმოსავლეთ პაკისტანში. ექიმ ზაკაულა ხანსთავს დაესხნენ მის სახლთან, სადაც მოტოციკლით მოძრავმა პირმა გაუხსნა ცეცხლი. ჯამაათ ულ აჰრარმა, თალიბანის ყოფილმა ნაწილმა, იკისრა პასუხიმგებლობა მომხდარისთვის.