პაატა ბურჭულაძეს გავრცელებულ სატელეფონო საუბრებთან დაკავშირებით დაკითხავენ

მოძრაობა ”სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერი პაატა ბურჭულაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდა. ის დაიბარეს ინტერნეტში გავრცელებულ სატელეფონო საუბრებთან დაკავშირებითრომელიც მასსა და სამაუწყებლო კომპნაია „რუსთავი2“-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას შორის შედგა. პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ”ეს ყველაფერი, რაც ჩვენი პარტიის ირგვლივ ხდება, ყველა ზღვარს გასცდა. მე ვეთანხმები „ქართულ ოცნებას“, ეს არ არის სუს-ის ამბავი, ეს არის კაგებეს ქმედება, რომელიც შემოდის ჩვენს ქვეყანაში და უკვე მალე დაწესდება ოფიციალურად. ეს არის ზღვარი, რომელიც გადაკვეთა ჩვენმა ხელისუფლებამ და რომლის გაგრძელებაც აღარ შეიძლება”. შსს-სთან მივიდნენ მოძრაობის ლიდერები და მათი მხარდამჭერები.