მერკელის პარტიამ ბერლინში მომხრეები დაკარგა

ბერლინში კვირას გამართულ ადგილობრივ არჩევნებში კანცლერ ანგელა მერკელის პარტიამ, ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა, ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა და ხმის ულების მქონე ბერლინელთა 17, 6 პროცენტი მიიმხრო. საუკეთესო შედეგი ჰქონდა გერმანიის დედაქალაქში სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, მას 22 პროცენტი მიემხრო. ეს წინა პერიოდთან შედარებით ცენტრისტულ მემარცხენე ამ პარტიის გაუარესებული შედეგია. „მემარცხენე პარტიამ“ 15 პროცენტზე მეტი მიიმხრო, დაახლოებით ამდენივე - მწვანეთა პარტიამ. პირველად ისტორიაში თოთხმეტი პროცენტით ბერლინის პარლამენტში მოხვდა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“. ეს არჩევნები მოჰყვა მეკლენბურგ-წინა პომერანიაში, მერკელის მშობლიურ მხარეში მისი პარტიის მარცხს ადგილობრივ არჩევნებში. კანცლერის პოპულარობა დაეცა მას მერ, რაც მან გამოაცხადა, რომ ფართოდ უღებს კარს მიგრანტებს. საყოველთაო არჩევნები გერმანიაში მომავალ წელს გაიმართება.