რუსული წარმოშობის პოლიტიკოსი შვედეთის მთავრობაში პოლიტიკური სკანდალის მიზეზი გახდა

შვედეთის მთავრობის კანცელარიისა და ნაციონალისტური პარტია „შვედეთის დემოკრატების“ წევრი, რუსული წარმოშობის ალექსანდარ ფრიდბაკი, რომელიც ეგორ პუტილოვის ფსევდონიმითაა ცნობილი, შევედეთის მთავრობაში პოლიტიკური სკანდალის მიზეზი გახდა. შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პეტერ ჰულტკვისტმა პარტიის ლიდერისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა მთავრობაში რუსის ყოფნის გამო, რომლის პოლიტიკურ სანდოობაში ეჭვი ეპარებათ სპეცსამსახურებს. მასმედიის რეაქციის გამო ფრიდბაკმა დატოვა პარტია.