ვაზიანის ბაზაზე გაიმართა ავღანეთში ქართველი სამხედროების გაცილების ცერემონია

ვაზიანის ბაზაზე გაიმართა ავღანეთში ქართველი სამხედროების გაცილების ცერემონია, რომელსაც დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია და აშშ-ის ელჩი საქართველოში, იან კელი. “მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად ავღანეთში მიემგზავრებიან საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონისა და მე-5 ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები და ეროვნული გვარდიისა და სამხედრო პოლიციის ოცეულები.