გაერო გმობს აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავის იერიშს აღმოსავლეთ ავღანეთში

გაეროს მისიამ ავღანეთში (UNAMA) დაგმო 15 სამოქალაქო პირის დახოცვა აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავის იერიშის შედეგად, რასაც ადგილი ჰქონდა ქვეყნის აღმოსავლეთი ნანგარჰარის პროვინციაში. 30 სექტემბერს მისიამ მოუწოდა ავღანეთის მთავრობას და საერთაშორისო კოალიციის სარდლობას, რათა ჩაატარონ მომხდარი ინცინდენტის დამოკიდებელი გამოძიება. აშშ-ის განცხადებით 28 სექტემბრის საავიაციო იერიშის სამიზნეს წარმოადგენდა ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელწმიფოს“ დაჯგუფება. თუმცა, გაეროს მისიის ინფორმაციით, აღმოსავლეთ ავღანეთში სოფლის მცხოვრებლები მათი უხუცესი ლიდერის დაბრუნებას ზეიმობდნენ, როდესაც მათზე საავიაციო იერიში განხორციელდა.