ბულგარეთში აიკრძალა სახის დამფარველი ისლამური სამოსის საჯაროდ ტარება

ბულგარეთმა აკრძალა საჯარო ადგილებში სახის მთლიანად დამფარველი ისლამური სამოსის ტარება. ეს ქვეყანა შეუერთდა ევროპის იმ მცირე რაოდენობის ქვეყნების ჯგუფს, სადაც ასეთი აკრძალვა შემოიღეს რელიგიური თავისუფლების და ისლამური ტერორიზმის თაობაზე მსჯელობების ფონზე. გადაწყვეტილება ბურკის, და უფრო გავრცელებული, ნიყაბის აკრძალვაზე პარლამენტმა მიიღო. ამ აკრძალვის დარღვევისთვის ჯარიმა ასიდან რვა ას დოლარამდეა. ბულგარეთის ტრადიციული მაჰმადიანური თემი მოსახლეობის დაახლოებით 13 პროცენტს შეადგენს. მუსლიმი, თურქი ქალები ბულგარეთში ჩვეულებრივ მარტივ თავსაფარს ატარებენ.