თურქეთის პოლიციამ დააპატიმრა ფეთულა გიულენის ძმა

თურქეთის პოლიციამ ეგეოსის ზღვისპირა ქალაქ იზმირში დააკავა თურქი სასულიერო პირის, ფეთულა გიულენის ძმა, ქუთბეთინ გიულენი. ის დაკავებულ იქნა ტერორისიტულ ორგანიზაციაში წევრობის ბრალდებით. ფეთულა გიულენს ანკარა ადანაშაულებს, რომ ის იყო ივლისში წარუმატებელი გადატრიალების ორგანიზატორი და აშშ-ს თურქეთისთვის მის გადაცემას სთხოვს. იზმირის პოლიციამ გიულენის დაკავების ოპერაცია განახორციელა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, ეჭვმიტანილი თავისი ნათესავის ბინაში იმალებოდა.