საქართველოს მთავრობა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" გააფორმებენ საინვესტიციო ხელშეკრულებას ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ. ხელმოწერის ცერემონიას, რომელიც 14 საათზე, ანაკლიაში გაიმართება, დაესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და კურტ კონტი და კომპანია Van Oord-ის რეგიონული დირექტორი, გოვერტ ვან ოორდი. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა 9 ეტაპს მოიცავს. პორტი 400 ჰექტარ ფართობზე აშენდება და მისი გამტარუნარიანობა წელიწადში 100 მილიონი ტონა იქნება. ანაკლიის ნავსადგური, რომლის მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2,5 მილიარდი აშშ დოლარის, 2020 წელს გაიხსნება.