ნობელის პრემია ქიმიაში სამმა ევროპელმა მეცნიერმა მიიღო

სამმა ევროპელმა მეცნიერმა მიიღო 2016 წლის ნობელის პრემია ქიმიაში „მოლეკულარული მოწყობილობებისდიზაინისა და სინთეზისათვის“. შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიამ5 ოქტომბერს განაცხადა, რომ ჟან-პიერ სოვაჟმა, ფრეიზერ სტოდარტმა და ბერნარდ ფერინგამ „მოწყობილობები მინიატურული გახადეს და ქიმია ახალ განზომილებაში აიყვანეს“. ნობელის ლაურეატები საფრანგეთში, აშშ-სა და ნიდერლანდებში მუშაობენ. მათ შექმნეს კონტროლირებადი მოლეკულები, რომლებსაც, ენერგიის დამატების შემდეგ, სხვადასხვა ფუნქციების შესრულება შეუძლიათ.