სირია-თურქეთის საზღვარზე აფეთქებას სულ მცირე 20 ადამიანი შეეწირა

გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე 20 კაცი დაიღუპა ბომბის აფეთქებისას, რაზეც პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. სირია-თურქეთის საზღვარზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა უმრავლესობა სირიელი მეამბოხეები არიან. ბრიტანეთში მოქმედი ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ცნობით, აფეთქება მოხდა იდლიბის პროვინციაში და მის სამიზნეს წარმოადგენდა ამ არეალში მოქმედი სირიელი მეამბოხეების განლაგება.