რუსული სარაკეტო კომპლექსი „ისკანდერი“ კალინინგრადში გადაისროლეს

რუსეთმა სარაკეტო კომპლექსი „ისკანდერ M” -ი განათავსა კალინინგრადის ოლქში, რომელიც პოლონეთსა და ლიტვას შორის, ბალტიის ზღვაზე მდებარეობს. აღნიშნული კლასის ოპერატიულ-ტაქტიკურ შეიარაღებას 500 კილომეტრის მანძილზე შეუძლია საჰაერო სამიზნის განადგურება. რუსეთი აცხადებს, რომ შეიარაღების კალინინგრადში გადატანა სამხედრო სწავლებაში მისი გამოყენების მიზნით მოხდა. სარაკეტო კომპლექსი სანკტ-პეტერბურგიდან კალინინგრადში გემით გადაიტანეს.