შოტლანდიის მთავრობა რეფერენდუმის შესახებ ახალ კანონს ამზადებს

შოტლანდიის მთავრობა დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების საკითხზე ახალ კანონპროექტს ამზადებს, - განაცხადა შოტლანდიის მთავრობის ხელმძღვანელმა ნიკოლა სტერჯენმა შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ყრილობაზე. მისი თქმით, კანონპროექტის წარდგენა მომავალ კვირას იგეგმება. მიმდინარე წლის ივნისში ჩატარებული რეფერენდუმის დროს შოტლანდიელების 62 %-მა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას დაუჭირა მხარი. ამასთანავე, სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, შოტლანდიელების უმრავლესობას დიდი ბრიტანეთისგან შოტლანდიის დამოუკიდებლობის საკითხზე ახალი რეფერენდუმის ჩატარება არ სურთ.