ტრამპმა და კლინტონმა კვლავ ცხარედ იკამათეს პუტინის გამო

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებმა, დემოკრატმა ჰილარი კლინტონმა და რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა 19 ოქტომბერს გამართულ ფინალურ ტელედებატებში რუსეთის პრეზიდენტის გამო ცხარედ იდავეს. ჰილარი კლინტონმა პირდაპირ დაადანაშაულა რუსეთის ლიდერი დონალდ ტრამპის მხარდასაჭერად ორგანიზებულ ჰაკერულ თავდასხმებში. ხოლო თავის მეტოქეს, რომელიც „თბილად იხსენიებს პუტინს“, კლინტონმა უწოდა პოტენციური „თოჯინა“, რომელიც ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში პუტინს თეთრ სახლში ეყოლება. პასუხად რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატმა განაცხადა, რომ ამერიკული მედიისა და პოლიტიკური ისტებლიშმენტის ძალისხმევით საპრეზიდენტო არჩევნები „ყალბდება“, რათა მან არ გაიმარჯვოს არჩევნებში. თუმცა, დონალდ ტრამპმა თავი აარიდა პასუხს შეკითხვაზე, აღიარებს თუ არა იგი 8 ნოემბრის არჩევნების შედეგებს.