თავდამსხმელმა ავღანეთში ორი ამერიკელი მოკლა

ნატოს სარდლობამ ავღანეთში დაადასტურა ერთი ამერიკელი ჯარისკაცისა და ერთი სამოქალაქო პირის დახოცვა თავდამსხმელის მიერ, რომელიც მოგვიანებით სამხედრო პოლიციამ გაანადგურა. თავდასხმა ქაბულთან ახლომდებარე კოალიციის სამხედრო ბაზასთან 19 ოქტომბერს მოხდა. მოკლული ამერიკელები ავღანელი ჯარისკაცების გაწვრთნაში მონაწილეობდნენ. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელს ავღანელი ჯარისკაცის სამხედრო ფორმა ეცვა.