საქართველოში ოთხ საარჩევნო უბანზე დასრულდა განმეორებითი კენჭისყრა

საქართველოში 20 საათზე დასრულდა განმეორებითი კენჭისყრა მარნეულისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ოთხ საარჩევნო უბანში. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში განმეორებითი კენჭისყრა ორ საარჩევნო უბანზე, სოფელ განმუხურში კი, ერთ საარჩევნო უბანზე ჩატარდა. ასევე, განმეორებითი კენჭისყრა გაიმართა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს ერთ საარჩევნო უბანზე. გარდა ამისა, ზუგდიდში სამ უბანზე ასევე გაიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა.