ერაყისა და ქურთების ჯარები მოსულისაკენ მიიწევენ

ერაყისა და ქურთების ჯარები განაგრძობენ წინსვლას ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მოსულისაკენ, რომელსაც ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს. სწორედ მოსულია ექსტრემისტების ბოლო დიდი დასაყრდენი ერაყში. ამ ქვეყნის სპეცდანიშნულების შენაერთები მოსულთან მდებარე სამ სოფელში შევიდნენ. ამასობაში, ქურთმა მებრძოლებმა, რომელთაც „ფეშმერგად“ მოიხსენიებენ, პოზიციები გაიმყარეს მოსულიდან 10-მდე კილომეტრში მდებარე დასახლება ბარტელაში. იუწყებიან ასევე ჩრდილო-დასავლეთ ერაყში მდებარე სინჯარის რეგინოში შეტაკებების შესახებ. როგორც იუწყებიან, სულ ცოტა 15 ექსტრემისტი დაიღუპა „ისლამურ სახელმწიფოსა“ და ქურთ მებრძოლებს შორის ბრძოლის შედეგად.