ავღანეთში რვა პოლიციელი დაიღუპა ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად

ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, სულ ცოტა, რვა პოლიციელი დაიღუპა აღმოსავლეთში მდებარე ნანგარჰარის პროვინციაში ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად. იერიში წუხელ მოეწყო პოლიციელების ბაზაზე მოჰმანდ დარის რაიონში, რომელიც პაკისტანთან საზღვრის მახლობლად მდებარეობს. როგორც იუწყებიან, დაიჭრა ოთხი პოლიციელი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია, მაგრამ ბოლოხანს თალიბანს გააქტიურებული აქვს მოქმედება ავღანელი სამართალდამცველების წინააღმდეგ. ნანგარჰარში ასევე მოქმედებენ ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამური სახელმწიფოს" წევრები, რომლებმაც ტერიტორიის გარკვეული ნაწილის დაპყრობა შეძლეს.